დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ნაომი გრაიმსის და კაილ მიურეის 2 წლის ლაბრადორმა 8 ლეკვი დაყარა, აქედან ერთი საკმაოდ უჩვეულო შეფერულობის, მწვანე ფერის გამოდგა.
თავდაპირველად ნაომი და კაილი ფიქრობდნენ, რომ ლეკვი უბრალოდ დაბადებისას დაისვარა, თუმცა როდესაც დაბანის შემდეგ მწვანე შეფერილობის ლეკვი იგივე ფერის დარჩა, მათ სპეციალისტებთან მისვლა გადაწყვიტეს. ეს მოვლენა მეცნიერებისათვის უკვე ცნობილი ფენომენი აღმოჩნდა. ძაღლისათვის უცნაური შეფერილობის მიზეზი ნივთიერება ბილვერდინშია, რომელსაც პლაცენტა შეიცავს და ზეგავლენას ახდენს ცხოველის ბეწვის შეფერილობაზე.
სპეციალისტების განცხადებით, ლეკვს, რომელსაც უკვე შეარქვეს სახელი ჰალკი დროთა განმავლობაში მწვანე ფერი გადაუვა.
No comments:
Post a Comment